- პროექტის სახელწოდება: სიყვარული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში"
- მთავარი იდეა:(თემა)1-2წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან შოთა რუსთაველის ''ვეფხისტყაოსანს'', ბიოგრაფიას, მეცნიერთა მოსაზრებებს პოემის მთავარი თემის ,-სიყვარულის გარშემო, რატომ ებრძოდნენ პოემას საუკუნეების განმავლობაში, რა იყო ეკლესიისათვის მიუღებელი.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ პოემამ რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებადაა მიჩნეული, რთული გზა განვლო,რომ აქ გამოხატულ სიყვარულს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირ შეფასებას აძლევდნენ როგორც ქართველი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მკვლევერები.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას ,მის ''ვეფხისტყაოსანს'', მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, მოსმენის, წერა-კითხვის, ჯგუფურად მუშაობის, კომუნიკაციის, ისტ, ილუსტრაციების შექმნის უნარ-ჩვევებს. ჩამოუყალიბდებათ სიყვარულისადმი ჭეშმარიტი ღირებულებები. უკეთ შეიმეცნებენ იმდროინდელი საქართველოს ისტორიულ ვითარებას.
- მოსწავლეთა ასაკი: მე-10 კლასი,15-16 წელი.
- ვადები: ხავგრძლივობა 2თვე:
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:დაწერენ ესეებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს, შექმნიან ფოტო-გალერეას, სადაც გამოყენებული იქნება მიხაილ ზიჩისა და მოსე თოიძის მიერ შექმნილ ილუსტრაციები პოემიდან, შექმნიან სლაიდ-შოუს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი, ხელნაწერებისათვის ფოტოების გადაღება, სლაიდების შექმნა.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები; 1) "ვეფხისტყაოსნის" ბოლომდე წაკითხვა, 2) ტექსტიდან მნიშვნელოვანი ადგილების ამოკრება, 3) წაკითხული ტექსტის ანალიზი; 4)სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მეცნიერთა მოსაზრებების, ფოტო-ვიდეო მასალა შოთა რუსთაველის და მისი პოემის შესახებ მოძიება. 5)ექსკურსია თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რუსთაველის კაბინეტის დათვალიერება,სხვადასხვა ქვეყანაში,სხვადასხვა ენაზე გამოცემული პოემის ტექსტის გაცნობა. 6) შექმნიან ესეებს, კედლის გაზეთს და სლაიდ შოუს. 7) მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია მცირე დარბაზში.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ისტ-ხელოვნება
- პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი:მარიამ დალაქიშვილი
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maro05gio@gmail .com
- პროექტის ვებ-გვერდი:




